წარმოგიდგენთ კომაროვის სკოლის მოსწავლეს დემეტრე დევიძეს!

დემეტრე:  


გასული წლის HMC-ის პროგრამის გამარჯვებულია და ამჟამად ბრიტანეთის დამოუკიდებელ კოლეჯ “Oswestry School”-ში სწავლობს. 

სკოლიდან უმაღლესი შედეგის და ოქროს სერტიფიკატის მფლობელია ბრიტანეთის მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში „UK Maths Challenge”. 

“Oswestry School"- ში არჩევნების შედეგად „Student counselor”-ად ანუ მოსწავლეების მრჩეველად აირჩიეს. 

მიმდინარე წელს “Oswestry school”-ში საუკეთესო მათემატიკის მოსწავლედ დაასახელეს.

Oswestry-ის სკოლაში შემოდგომის სემესტრი მთელ სკოლაში ყველაზე მაგალი შედეგებით დაამთავრა.

2016-2017 წლებში იყო ინტელექტუალური შეჯიბრის “Quidditch”-ის წამყვანი, რომელიც საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა რეგიონებში ტარდებოდა; ასევე ჩაატარა შიდა ტურნირი სკოლაში.

2017 წლის აპრილში მოხვდა საქართველოს ფიზიკის ნაკრებში და ამავე წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში სინგაპურში.

2017 წლის დეკემბერში მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის გამარჯვებულია ორ ნომინაციაში „ყველაზე ეფექტური პრეზენტაცია“ და „მონაწილეთა პრიზი“.

დაინტერესებულია ფიზიკით და მათემატიკით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ აპირებს სწავლა გააგრძელოს ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. 

დემეტრე ამბობს - "ჩემი აზრით ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია თუ ხარ მოტივირებული და შრომისმოყვარე."

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს დემეტრეს!


ზემოთ